Tuesday, November 27, 2018

არჩევნების გამო თბილისში საბავშვო ბაღების მუშაობის გრაფიკი იცვლება


საქართველოში 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის გამო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მუშაობის გრაფიკი იცვლება, რადგან ბაღების უმეტესობაში საარჩევნო უბნებია გახსნილი.
თბილისში 180 საჯარო ბაღიდან 150-ში საარჩევნო უბანია გახსნილი. ბაღები არ იმუშავებენ 28 - 29 ნოემბერს, სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 30 ნოემბრიდან, პარასკევიდან განახლდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, - „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის. 
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment