Wednesday, November 28, 2018

Metallica პირველ აკუსტიკურ ალბომს გამოუშვებს

ლეგენდარული ჯგუფი Metallica თებერვალში პირველ აკუსტიკურ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ გამოცემა Kerrang-ი იტყობინება. ალბომი, სახელწოდებით Helping Hands… Live & Acoustic At The Masonic ჯგუფმა საქველმოქმედო კონცერტის, Helping Hands-ი დროს ჩაწერა, რომელიც 3 ნოემბერს სან-ფრანცისკოში გაიმართა.
მასში Metallica-ს ცნობილი ჰიტები და სხვა ცნობილი ჯგუფების (Deep Purple, Nazareth) სიმღერები შევიდა.
ალბომის გაყიდვით მიღებული თანხა საქველმოქმედო ფონდში All Within My Hands გადაირიცხება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment