Sunday, November 25, 2018

Wikipedia-ზე დონალდ ტრამპის ფოტო პენისით შეცვალეს

დონალდ ტრამპის ირგვლივ ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთი ვანდალური ფაქტი მოხდა. ამჯერად მისი მთავარი ფოტო Wikipedia-ზე პენისით შეცვალეს. ამის შესახებ The Verge-ი წერს
კიბერშეტევისას სულ მცირე ხუთი ცვლილება განხორციელდა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ბიოგრაფიის გვერდზე. თითოეულ მათგანზე ხუთი სხვადასხვა პენისის ფოტო აიტვირთა. 
23 ნოემბერს მსგავსი გადაცდომა დაფიქსირდა iPhone-ის ხმოვან ასისტენტზეც. მას შემდეგ რაც Siri-ს ჰკითხეს თუ რამდენი წლის იყო დონალდ ტრამპი მან ბიოგრაფიასთან ერთად მომხმარებელს ტრამპი ფოტოს მაგიერ პენისი უჩვენა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment