Friday, November 23, 2018

რეგიონში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა, რომლითაც კობიდან გუდაურში 15 წუთში მოხვდებით

გუ­და­ურ­ში კო­ბი­დან გა­დას­ვლა მალე სა­ბა­გი­რო გზით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა­ზე გრძე­ლი სა­ბა­გი­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბა 2017 წლის ბო­ლოს და­ი­წყო და 15 დე­კემ­ბერს დას­რულ­დე­ბა. სა­ბა­გი­რო­თი არა მარ­ტო მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბაც ისარ­გებ­ლებს.
7.5 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზის გავ­ლა, რო­მე­ლიც ჯვრის უღელ­ტე­ხილს გვერდს აუვ­ლის, 15 წუთ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. კობი-გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო გზა რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე გრძე­ლი იქ­ნე­ბა. სა­ბა­გი­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 82 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს შპს "ფერი" ახორ­ცი­ე­ლებს.მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, როცა ზამ­თარ­ში, დიდ­თოვ­ლო­ბის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის დროს, ჯვრის უღელ­ტე­ხილ­ზე გა­მა­ვა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა ჩა­კე­ტი­ლია, მსურ­ვე­ლე­ბი ყაზ­ბე­გი­დან გუ­და­ურ­ში გა­დას­ვლას სა­ბა­გი­რო­თი შეძ­ლე­ბენ.
"კო­ბი­დან გუ­და­ურ­ში და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა სა­თხი­ლა­მუ­რო სე­ზო­ნის გახ­სნის­თვის უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ტექ­ნი­კუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კო­ბის და­სა­წყი­სი­დან გუ­და­ურ­ში გა­დახ­ვალ 15 წუთ­ში.მთლი­ა­ნად ჯვრის უღელ­ტე­ხილს გვერდს აუვ­ლის, ანუ კო­ბი­დან გუ­და­ურ­ში გა­და­დის და ჩერ­დე­ბა ზუს­ტად იმ ად­გი­ლას, სა­დაც დღეს გუ­და­უ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სად­გუ­რია. კო­ბი­დან პირ­და­პირ ცენ­ტრა­ლურ სად­გურს უკავ­შირ­დე­ბა. ამი­ტომ, გარ­და მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი­სა, ამ სა­ბა­გი­რო­თი სარ­გებ­ლო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა ზვა­ვის დროს.
პა­რა­ლე­ლუ­რად კეთ­დე­ბა სა­თხი­ლა­მუ­რი ტრა­სე­ბი, რო­მე­ლიც და­ტესტვის რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა და მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის­თვის სრუ­ლი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ვებს", - უთხრა AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ამ
ambebi.ge

No comments:

Post a Comment