Sunday, November 25, 2018

უკრაინა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო მხარს უჭერს ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბას.
“მე რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი მხარს ვუ­ჭერ სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნი­სა და სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბით უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის­თვის მი­მარ­თვას”, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.
თა­ვის მხრივ, უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა ალექ­სან­დრე ტურ­ჩი­ნოვ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა 69 დღით შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას შე­მო­ღე­ბუ­ლი.
აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვას მხა­რი უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტმა უნდა და­უ­ჭი­როს, რო­მე­ლიც სა­კი­თხის გან­სა­ხილ­ვე­ლად დღეს შე­იკ­რი­ბე­ბა.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის გე­მებს, ქერ­ჩის სრუ­ტის და­ტო­ვე­ბი­სას რუ­სე­თის სა­სა­ზღვრო ძა­ლე­ბის გემ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ გა­ავ­რცე­ლა.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი მცი­რე ზო­მის სა­არ­ტი­ლე­რიო გემი “ბერ­დი­ანსკი” და “ნი­კო­პო­ლი” ოდე­სის პორ­ტი­დან მა­რი­უ­პოლ­ში გეგ­მი­ურ გა­დას­ვლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. გარ­და ამი­სა, ძა­ლა­დობ­რი­ვად იყო შე­ჩე­რე­ბუ­ლი ბუქ­სი­რი “იანი კაპუ”. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ასე­ვე იუ­ყწყე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გე­მე­ბი რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. სრო­ლის შე­დე­გად, დაჭ­რი­ლია 6 უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ზღვა­უ­რი, ოცზე მეტი მე­ზღვა­უ­რი რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მიერ არი­ან ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვიქ­ტორ მუ­ჟენ­კამ გა­ნა­ცხა­და.
“მე­ზღვა­უ­რე­ბის ბედი უც­ნო­ბია. გვაქვს მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ექ­ვსი მათ­გა­ნი დაჭ­რი­ლია. აქე­დან ორი მძი­მედ. რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის შემ­დეგ ჩვენ დავ­კარ­გეთ კავ­ში­რი ჩვენს გე­მებ­თან. სა­მი­ვე გემ­ზე სულ 23 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და” - გა­ნა­ცხა­და მან.
ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის მხრი­დან აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი პირ­ვე­ლად 25 ნო­ემ­ბრის დი­ლას გან­ხორ­ცი­ელ­და, როცა სამი უკ­რა­ი­ნუ­ლი გემი ოდე­სი­დან მა­რი­უ­პო­ლის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. თავ­დაც­ვის უწყე­ბის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი გემი უკ­რა­ი­ნულს გან­გებ შე­ე­ჯა­ხა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­მე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი
ambebi.ge

No comments:

Post a Comment