Thursday, February 7, 2019

აქამდე ხმას არ ვიღებდი, სანამ ჩემი შვილის სიმართლეში არ დავრწმუნდი..." - რას ამბობს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის გოგონას დედა

2018 წლის 12 მა­ისს ღა­მის კლუ­ბებ­ში - "ბა­სი­ა­ნი", "გა­ლე­რი" და თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, რის შე­დე­გა­დაც 8 ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თაც ბრა­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბათ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პო­ლი­ციამ სპე­ცო­პერ­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვა: კაფე "გა­ლე­რის" დაც­ვის წევ­რი, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქეთი მუ­რუ­სი­ძე, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ მი­ქა­ძე, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბო­რის და­რახ­ვე­ლი­ძე, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლი, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯე­მალ ელი­ა­ვა და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი.
AMBEBI.GE-ს სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნას, 21 წლის ქეთი მუ­რუ­სი­ძის დედა თე­ო­ნა ტყაბ­ლა­ძე ესა­უბ­რა. ქეთი მუ­რუ­სი­ძე მხო­ლოდ თაღ­ლი­თო­ბას აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ მან ე.წ აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს გა­ცი­ე­ბის წა­მა­ლი "ფლუ­კოლ­დის" აბი მიჰ­ყი­და, რო­მე­ლიც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხი­თაც არის ამო­ღე­ბუ­ლი.ქალ­ბა­ტო­ნო თე­ო­ნა, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს­გან?

- ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს რომ სა­სა­მარ­თლო სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. სამ­წუ­ხა­როდ პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან უსა­მარ­თლო­ბას შევ­ხვდი. მე არ ვამ­ბობ, რომ ჩემი შვი­ლი ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზია, მან ნამ­დვი­ლად ჩა­ი­დი­ნა თაღ­ლი­თო­ბა და ამ მუხ­ლით უნდა მი­უ­სა­ჯონ, მაგ­რამ ორ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბი­ან: თაღ­ლი­თო­ბას და ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბას, ამის არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.
აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი ქვეყ­ნი­დან გა­ა­პა­რეს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სწო­რედ მისი მეშ­ვე­ო­ბით ხელი შე­უ­წყვეს ჩემს შვილს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში. აქამ­დე მა­ტყუ­ებ­დნენ, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე წა­მო­ვალ­თო. არ იყო ეს ჩემ­თვის სა­ხარ­ბი­ე­ლო, რად­გან ჩემს შვილს უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია. უკვე მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ვერ ვხვდე­ბი ვინ ვარ ან მე, ან ჩემი შვი­ლი, ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა რომ აქვთრა­ტომ ფიქ­რობთ, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ის­ჯე­ბა თქვე­ნი შვი­ლი?
- აგენ­ტი-პრო­ვო­კა­ტო­რი ქე­თის გა­ეც­ნო ინ­ტერ­ნე­ტით, მო­ა­ტყუა. ის რე­ა­ლუ­რად სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვი­ლია და ჩემს შვილს ლა­ზა­რე სი­ლა­გა­ძის სა­ხე­ლით გა­ეც­ნო. ქეთი არის ალა­ლი, შტე­რი ბავ­შვი. ისე­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტით გავ­ზარ­დე, ვერც ვი­ჯე­რებ, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი მან ჩა­ი­დი­ნა. ქე­თიმ როცა გა­იც­ნო აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი, ის "შეძ­ვრა" ამ ბავ­შვებ­ში და ქე­თის მე­გობ­რე­ბიც მისი აგენ­ტე­ბი გახ­დნენ. ამას და­ზუს­ტე­ბით ვამ­ბობ, ერთ-ერთი გო­გო­ნა, ქე­თის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბი­სას კად­რებ­შიც ჩანს, ქვეყ­ნი­დან მა­ლე­ვე წა­ვი­და, მას შემ­დეგ, რაც სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. ვი­დე­ო­შიც ჩანს, რო­გორ უდებს ქე­თის მისი მე­გო­ბა­რი ჯი­ბე­ში თან­ხას. ქე­თის საქ­მე­ში სულ ხუთი ეპი­ზო­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სამ შემ­თხვე­ვა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ჩემ­მა შვილ­მა აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს მიჰ­ყი­და "ფლუ­კოლ­დი".
და­ი­კი­თხა აფ­თი­ა­ქის იუ­რის­ტი და ემ­თხვე­ვა რომ იმ პე­რი­ოდ­ში ქეთი ნამ­დვი­ლად ყი­დუ­ლობ­და "ფლუ­კოლდს" აფ­თი­აქ­ში. ორ ეპი­ზოდ­ზე გვე­და­ვე­ბი­ან, რომ თით­ქოს ქე­თიმ ნარ­კო­ტი­კი მი­ყი­და "აგენტს", მაგ­რამ გა­ვა­კე­თე დნმ-ის ანა­ლი­ზი და და­დას­ტურ­და, რომ ჩემს შვილს იმ ორ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას­თან შე­ხე­ბა სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ოლი­კო ქარ­სე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ როცა ქე­თიმ სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვილს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ყი­და, 30 მეტ­რის მო­შო­რე­ბით ვი­დე­ქიო, მა­თი­კაშ­ვი­ლი კი სხვა რა­მეს ამ­ბობს. ბოლო ორ ეპი­ზოდ­ში, სა­დაც გა­მო­ძი­ე­ბა გვე­და­ვე­ბა რომ თით­ქოს ქე­თიმ ნარ­კო­ტი­კი გა­დას­ცა აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს, გა­და­ღე­ბუ­ლია ვი­დეო, რო­გორ აძ­ლევს ქეთი მას პარკს, ის კი ამ პარკს აგ­დებს. ეკი­თხე­ბა კი­დეც ქეთი, პარ­კი რა­ტომ გა­და­აგ­დეო. შემ­დეგ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი ითი­შე­ბა და როცა უკვე გა­მომ­ძი­ე­ბელს გა­დას­ცემს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, აქე­დან გრძელ­დე­ბა ვი­დეო.
აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი ამ­ბობს, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მის­გან და­ახ­ლო­ე­ბით ათი წუ­თის სა­ვალ­ზე იდგა, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი კი ამ­ბობს, რომ 30 მეტ­რის მო­შო­რე­ბით ვი­დე­ქიო. მე რა ვიცი, იქ­ნებ სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვილ­მა გა­მოც­ვა­ლა "ფლუ­კოლ­დი" და ჩადო პარკში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მდმა"?! ეს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ა­კე­თა თუ გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან შე­თან­ხმე­ბით, ვერ გე­ტყვით. ფაქ­ტია, დნმ-ით მტკიც­დე­ბა, რომ იმ ორ ფაქტთან ქე­თის არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია.
აქამ­დე ხმას არ ვი­ღებ­დი, სა­ნამ თა­ვად არ დავ­რწმუნ­დი ჩემი შვი­ლის სი­მარ­თლე­ში, უარს ვამ­ბობ­დი ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ტერ­ვი­უ­ზე. ახლა კი მი­ღუ­პა­ვენ ბავ­შვს, მი­წი­რა­ვენ და მინ­და სა­მარ­თა­ლი ვი­პო­ვო. პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვი­სას თუ და­ა­კა­ვებ­დნენ ქე­თის და მი­უს­ჯიდ­ნენ, მად­ლო­ბას ვი­ტყო­დი, რად­გან თაღ­ლი­თო­ბა და­ნა­შა­უ­ლია და ჩემი შვი­ლის­თვის ეს ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ახლა ღუ­პა­ვენ ბავ­შვს.
ამ ყვე­ლა­ფერს ატყობ­დით თქვენს შვილს?
- ქე­თიმ სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვი­ლი წინა წელს, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო. მე სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ყა­ვი და ბავ­შვი ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის მყავ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. ქე­თის უყ­ვარს კლუ­ბე­ბი და ვუ­თხა­რი, ახა­ლი წელი სახ­ლში გა­ა­ტა­რეთ, კლუბ­ში არ წახ­ვი­დეთ-მეთ­ქი. ხში­რად ამოწ­მებ­და ჩემი ნა­თე­სა­ვი და მე­უბ­ნე­ბო­და, ბავ­შვე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და ერ­თო­ბი­ან, უც­ნა­ურს ვე­რა­ფერს ვამ­ჩნე­ვო.
თავ­და­პირ­ვე­ლად ეს "აგენ­ტი" უფა­სოდ "ეპა­ტი­ჟე­ბო­და" ბავ­შვებს სას­მელ­ზე, მსუ­ბუქ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე... შემ­დეგ კი აქეთ სთხოვ­და "წა­მა­ლი" მა­ყი­დი­ნე­თო. ამათ ნარ­კო­ტი­კი სად ჰქონ­დათ? ჩემი შვი­ლი "აგენ­ტე­ბის" გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნდა, მათ შო­რის მთა­ვარს, თა­ვი­სი "აგენ­ტე­ბი" ჰყავ­და, ქე­თის და­ქა­ლე­ბი და ასე მი­ყი­დეს "ფლუ­კოლ­დი" მას, თუმ­ცა არა­ვინ და­უ­კი­თხავთ.
რაც შე­ე­ხე­ბა ქე­თის მდგო­მა­რე­ო­ბას, ვე­ღარ ვცნობ­დი, მისი და მისი მე­გობ­რე­ბის თვა­ლე­ბი არ მომ­წონ­და, ბავ­შვი აქო­ში­ნე­ბუ­ლი, ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი გა­დი­ო­და და შე­მო­დი­ო­და სახ­ლი­დან. სულ ვჩხუ­ბობ­დით ამის გამო... ერთხელ სახ­ლში ნამ­ტი­რა­ლე­ვი მო­ვი­და, ტან­საც­მე­ლიც ჭუ­ჭყი­ა­ნი ჰქონ­და. ვკი­თხე რა მო­გი­ვი­და-მეთ­ქი და მი­თხრა, კლუბ­ში ჩა­სა­ვარ­დნია და იქ ჩავ­ვარ­დიო. თურ­მე მო­მა­ტყუა. მე­ზობ­ლებ­მა მი­თხრეს, სახ­ლთან ვი­ღაც კაცი ეჩხუ­ბე­ბო­და და ქეთი ეუბ­ნე­ბო­და, გა­მა­ნე­ბე თავი, ხომ დაგბ­ლო­კე და შე­მეშ­ვიო. ეს კაცი აღ­მოჩ­ნდა სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვი­ლი. როცა ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, ქე­თის ვუ­თხა­რი, გა­ვი­გე რა პრობ­ლე­მე­ბიც გაქვს და მო­მი­ყე­ვი-მეთ­ქი. ბავ­შვი ანერ­ვი­ულ­და და მი­თხრა, იმ კაცს მო­ცი­ლე­ბის მიზ­ნით "ფლუ­კოლ­დი" მი­ვე­ცი­თო. იმის შემ­დეგ ქეთი გა­რეთ აღარ გა­დი­ო­და. ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა, რომ ამე­რი­კა­ში წა­სუ­ლი­ყო სას­წავ­ლებ­ლად. სა­ერ­თოდ აღარ გა­დი­ო­და გა­რეთ, კლუ­ბის გა­გო­ნე­ბა არ უნ­დო­და.
24 აპ­რილს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და მხო­ლოდ ხუთი მე­გო­ბა­რი და­პა­ტი­ჟა, ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა ვუ­ქი­რა­ვე, გა­ვუ­კე­თე ბუ­ტერბრო­დე­ბი, სა­ლა­თე­ბი, სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს ჩა­ვა­ბა­რე ბავ­შვე­ბი და წა­მო­ვე­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე აღ­მოჩ­ნდა სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იქ ქე­თის მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით მოხ­ვდა. კად­რე­ბიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­გორ აწე­ვი­ნებს ბავ­შვებს "ამ­ფი­ტა­მინს", ბავ­შვი აზ­რზზე რომ არ მო­სუ­ლი­ყო, არ მი­ფხიზ­ლებ­და.
რად­გან ნა­ხეს, რომ ქეთი აღარ გა­დი­ო­და კლუბ­ში, მი­რე­კავს მისი მე­გო­ბა­რი ქ.ს. რო­მელ­მაც მთხო­ვა ქეთი ჩემ­თან გა­მო­უშ­ვიო და სწო­რედ იმ დღეს მი­ა­ცე­მი­ნა ბოლო "ფლუ­კოლ­დი" "აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რის­თვის". ჩემი შვი­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო კლუბ­ზე, კლუ­ბურ ნარ­კო­ტიკ­ზე და მარ­ტი­ვად და­ა­მუ­შა­ვეს, მეს­მის ამას არ აქვს გა­მარ­თლე­ბა, მაგ­რამ ამ ფაქ­ტო­რე­ბის გამო უფრო ად­ვი­ლად მო­ხერ­ხდა მისი და­მუ­შა­ვე­ბა.
- თუ გაქვთ მას­თან ცი­ხე­ში კონ­ტაქ­ტი?
- მას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მაქვს, სა­სა­მარ­თლო­ზე თუ შევ­ხე­დავ. ერთი პე­რი­ო­დი გავ­რცელ­და ხმა, რომ ცი­ხე­ში ავად იყო, გა­მო­ნა­ყა­რი ჰქონ­და, დეპ­რე­სია, არ ჭამ­და, წყალს არ სვამ­და და ა.შ. ავ­ტე­ხე ერთი ამ­ბა­ვი, მი­ვე­დი ცი­ხე­ში და მომ­ცეს ფორ­მა ასი, რომ ჩემი შვი­ლი ამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის გამო, მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. დიდი მად­ლო­ბა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რომ უმ­კურ­ნა­ლეს ჩემს შვი­ლი. ახლა გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ეტყო­ბა რომ კარ­გა­დაა. აღი­ა­რებს თაღ­ლი­თო­ბას, ნა­ნობს და­ნა­შა­ულს, მაგ­რამ ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის ნა­წილ­ში თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს.
- და­ნარ­ჩენ და­კა­ვე­ბუ­ლებს იც­ნობს?
- არ იც­ნობს მათ. კლუბ­ში არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ ქეთი. ამ და­კა­ვე­ბულ პი­რებს ერ­თმა­ნეთ­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა რომ აქ ჰქონ­დათ, საქ­მე­ე­ბი გა­ი­ყო და 7-8 წელი მი­უ­სა­ჯეს და­კა­ვე­ბუ­ლებს. მე რაში მა­ინ­ტე­რე­სებს, სხვას რას მი­უს­ჯი­ან, ამ საქ­მე­ებს ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი რომ არ ჰქონ­დათ, იმი­ტომ გა­ი­ყო და "გა­ლე­რის" დაც­ვის უფ­როსს, რო­მე­ლიც 50 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, მა­საც 8 წელი უნდა მი­უ­სა­ჯონ და ჩემს შვილ­საც თაღ­ლი­თო­ბა­ზე? უსა­მარ­თლო­ბას უყუ­რებს ბავ­შვი - რო­გორ გა­წი­რეს მე­გობ­რებ­მა, მთავ­რო­ბამ და ყვე­ლამ. ღმერ­თმა ქნას სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს მო­სა­მარ­თლემ. სა­მარ­თა­ლი თუ არ­სე­ბობს, ქეთი თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით უნდა გა­სა­მარ­თლდეს".
Ambebi.ge თე­ო­ნა ტყაბ­ლა­ძის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ "პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, ბრალ­დე­ბულ ქ.მ. - ს საქ­მე­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს მისი მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის ფაქტს".
ambebi.ge

No comments:

Post a Comment