Sunday, February 10, 2019

ბინები თბილისში და საჩუქრად 50 000 ლარი მშობლისგან - ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატის განახლებული ქონებრივი დეკლარაცია

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ნინო წი­ლო­სა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის "მე­დი­ა­ტო­რის" მიერ გა­სულ წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის სი­ა­ში ერთ-ერ­თია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ცენ­ტრის ცნო­ბით, მისი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2 074 207 ლა­რია.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბას ფლობს დე­პუ­ტა­ტი და რო­გორ შე­იც­ვა­ლა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ერთ წე­ლი­წად­ში.

2019 წლის 31 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ნინო წი­ლო­სა­ნის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­სულ წელს არ შეც­ვლი­ლა და დე­პუ­ტა­ტი კვლავ ფლობს: თბი­ლის­ში მდე­ბა­რე 82,9 კვ. მეტ­რი არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის 27,63%-იან წილ­სა და 60,91 კვ. მეტ­რის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის 33%-იან წილს. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე: დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე 124,7 კვ. მეტ­რი­სა და 224,7 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ორ ბინა; 15,07 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რე­ხი თბი­ლის­ში და 440 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვე­თი ურეკ­ში.რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი წი­ლო­სან­მა 2018 წელს Toyota-ს მარ­კის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი 50 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა დე­პუ­ტა­ტის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე - 1 113 ლარი; ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით კი, 9 000 ლარი ჰქონ­და. ამას­თან, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, წი­ლო­სან­მა წინა წელს მშობ­ლის­გან სა­ჩუქ­რად 50 ათა­სი ლარი მი­ი­ღო.
პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი შპს „მკურ­ნა­ლი 2002“-ის 52%-იან წილს ფლობს, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც 39 000 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. ასე­ვე ფლობს შპს „ენ-დუო-კონ­ცეპტ“-ის 23%-იანი და შპს „რეტ­რო 77“-ის 25%-იანი წი­ლებს, თუმ­ცა, მათი საქ­მი­ა­ნო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი არ მი­უ­ღია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ კომ­პა­ნი­ებ­ში წი­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბა ნინო წი­ლო­სანს სხვა პი­რის­თვის აქვს გა­და­ცე­მუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­სას მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს - 2018 წელს ამ თან­ხამ 56 835 ლარი შე­ად­გი­ნა
ambebi.ge

No comments:

Post a Comment