Thursday, February 7, 2019

ელისაბედ მეორე ტახტზე ასვლის 67-ე წლისთავს აღნიშნავს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ტახტზე ასვლის 67-ე წლისთავს ზეიმობს. დედოფალ ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლიდან 67 წლის იუბილე ლონდონის ტაუერთან საარტილერიო ქვემეხებიდან გასროლით აღინიშნა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ელისაბედი, რომელმაც მამამისი, ჯორჯ VI, შეცვალა ტახტზე, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის ტახტზე დედოფალ ვიქტორიას შემდეგ, რომელმაც 63 წელს იმეფა.
1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპე და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ VI გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment