Friday, February 8, 2019

ვუდი ალენმა Amazon-ს უჩივლა


რეჟისორმა ვუდი ალენმა Amazon Studios-ს წინააღმდეგ 68 მილიონი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა. მიზეზი კი 4 ფილმის გამოშვების გაუქმება იყო, მათ შორის დასრულებული ფილმის, „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“.
სარჩელის მიხედვით, სტუდია 25 წლის წინანდელ „უსაფუძვლო ვარაუდებს ეყრდნობა“, რომელიც Amazon-თან კონტრაქტის დადებამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. საქმე ეხება რეჟისორის შვილის, დილან ფეროუს ბრალდებებს, რომელიც აცხადებდა, რომ ვუდი ალენმა მასზე ბავშვობაში სექსუალურად იძალადა. 
გასულ წელს სექსუალური შევიწროების მსოფლიო სკანდალის ფონზე, დილან ფეროუმ ღია წერილი დაწერა, რომელშიც დეტალურად ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ ძალადობდა მასზე რეჟისორი. ამის შემდეგ, ალენმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და მასთან კონტაქტზე უარი ცნობილმა მსახიობებმა თქვეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment