Sunday, February 10, 2019

ახალ ზელანდიაში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამინის ევაკუაცია მოხდა

ახალ ზელანდიაში ტყის მასივზე გაჩენილი ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ნელსონთან ახლოს მძვინვარებს - წერს BBC-ი. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ძლიერი ქარის გამო მასშტაბური ცეცხლის ქალაქზე გავრცელების მაღალი რისკი არსებობს, რომლის მოსახლეობაც 70 ათასია.  
რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ძლიერი ქარის გამო უახლოეს მომავალში კიდევ ათასობით მოსახლის ევაკუაცია გახდება საჭირო.
ტყის მასივზე გაჩენილი მასშტაბური ცეცხლს რამდენიმე ასეული მეხანძრე აქრობს. ოპერაციაში ჩართულია 23 ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი. ამ მომენტისთვის ხანძარი 5 000-ზე მეტ ჰექტარს ფარავს.
ახალ ზელანდიაში მსგავსი მასშტაბების ხანძარი 1955 წელს მოხდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment