Saturday, February 2, 2019

თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ი. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს მეტროს სადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების გაქურდვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
,,გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
interpressnews.ge

No comments:

Post a Comment