Sunday, February 3, 2019

ზუგდიდის ნაწილს კატამ დენი „გაუთიშა“

ზუგდიდის ნაწილს 3 თებერვლის ღამეს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ამის მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ კლდიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი აბონენტის ტრანსფორმატორში კატა შევიდა, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ტრანსფორმატორში შევიდა კატა და მოხდა მოკლე შერთვა, რასაც ელექტრიკოსები გადაფარვას ეძახიან. ამან გამოიწვია ქვესადგურ „ზუგდიდი 2-ის“ ავარია. თუმცა, კომპანიაში დასძენენ, რომ ეს ტრანსფორმატორი კერძო პირის საკუთრებაა. ამის მიუხედავად, პრობლემა მალევე გამოსწორდა და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment