Sunday, February 3, 2019

ეთიოპიის დედაქალაქში „ერთი დღე მანქანის გარეშე“ აღნიშნეს

ეთიოპიის დედაქალაქსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში უკვე მესამედ "ერთი დღე მანქანის გარეშე" აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადის-აბებაში ყველანაირი სამანქანო მოძრაობა დღეს შეზღუდული იყო, ქალაქის ქუჩებში კი ავტომობილების ნაცვლად მოსახლეობა სხვადასხვა სპორტული გასართობით თამაშობდა. 
ყოველთვიური ღონისძიება ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია. 
ამ დღეს მოსახლეობა ქუჩებში ფეხბურთს თამაშობს, საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენენ სკეიტბორდისტები და ა.შ.
ღონისძიების იდეა ახალ პრემიერმინისტრს, აბი აჰმედს ეკუთვნის, რომელიც ამ თანამდებობას გასული წლის აპრილიდან იკავებს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment