Saturday, June 1, 2019

საქართველოში დამატებით 3 დაცული ტერიტორია იქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტით, საქართველოში დამატებით სამი დაცული ტერიტორია იქმნება. კერძოდ, ფარავნის, საღამოსა და აბულის ტბები. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.
“2015 წელს, სამხრეთ კავკასიაში ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი მტკნარი წყლის არეალების (KBA) შეფასებისას, დადგენილია 35 წერტილი, რომელთაგან ერთ-ერთია ჯავახეთი-არფის ტერიტორია.
აღნიშნული ტერიტორია მოიცავს ფარავანისა და საღამოს ტბებს, როგორც მნიშვნელოვან ჰაბიტატს ამიერკავკასიური ენდემებისა და კალმახის კონსერვაციის თვალსაზრისით”, – აღნიშნულია პროექტში
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment