Saturday, June 1, 2019

ბორჯომში კავალერიის შენობის მუზეუმად ადაპტაციის პროექტი იწყება

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში კავალერიის შენობის რესტავრაცია/რეაბილიტაციას და მუზეუმად ადაპტაციის პროექტს იწყებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ფონდის ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 3 მილიონი ლარია. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია შენობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებულია ტენდერი.
პროექტი ითვალისწინებს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე „კავალერიის კორპუსის“ სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, კაფე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და სველი წერტილები. ასევე დაგეგმილია მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
კავალერიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია აღიარებულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ის აშენდა 1880 წელს და წარმოადგენს ფსევდო გოთიკური სტილის ნიმუშს.
მიმდებარე პარკთან ერთად, შენობა წარმოადგენდა იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის საზაფხულო რეზიდენციას. მის ირგვლივ არსებულ გარემოსთან შერწყმული კავალერიის შენობა, თავისი შესახედაობით წარმოადგენს მე-19 საუკუნის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment