Sunday, June 2, 2019

ისრაელმა სირიაზე ავიაიერიში მიიტანა. არის მსხვერპლი

ისრაელის ავიაციამ სირიიის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტანა. თელავივში აცხადებენ, რომ სირიის ტერიტორიის დაბომბვა საპასუხო რეაქცია იყო. ამის შესახებ haaretz-ი წერს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, გვიან ღამით, სირიიდან ისრაელის მიმართულებით, 2 რაკეტა გაუშვეს. სამიზნე ჰერმონის მთა იყო. საპასუხო იერიშის შედეგად ისრაელის საჰაერო ძალებმა, გოლანის მაღლობებზე მდებარე სირიის არმიის სამხედრო პოზიციები გაანადგურეს.
დამასკოში ამბობენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment