Sunday, June 2, 2019

ტაივანში Foxconn-მა Huawei-ის ტელეფონების აწყობა შეაჩერა

ტაივანში ელექტროსაქონლის მსხვილმა მწარმოებელმა Foxconn-მა, რომელიც მობილურ ტელეფონებს Apple-ისთვის და Xiaomi-ისთვის აწყობს, რამდენიმე დღის წინ ჩინური ბრენდის Huawei-ის წარმოების ხაზი შეაჩერა. ინფორმაციას გამოცემა Forbes-ი  China Morning Post-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გამოცემის ცნობით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Huawei-იმახალ ტელეფონებზე შეკვეთების მოცულობა შეუმცირა. 
ბრიტანეთის მსხვილი მობილური ოპერატორი EE-ი ლონდონში და კიდევ 6 ქალაქში 30 მაისიდან სწრაფი ინტერნეტის 5G-ის მომსახურების ჩართვას გეგმავს. თუმცა მომხმარებელს Huawei-ს ტელეფონებს არ შესთავაზებს.
Reuters-ის ცნობით, ჩინური კომპანიის პროდუქციას შეზღუდვა ბრიტანეთის ბაზარზე მანამდე ექნება, ვიდრე აშშ-სთან არსებული უთანხმოების საკითხი არ გადაწყდება. 
იაპონურმა კომპანია Panasonic-მა ჩინურ Huawei-ის აშშ-ის აკრძალვის შემდეგ ტრანზაქციები შეუჩერა, წერს გამოცემა Reuters-ი. 
ტეხასის შტატის სასამართლოში Huawei-მ სარჩელი შეიტანა. მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობაა. ამის შესახებ CNBC-ი წერს
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის საჩივრის მოპასუხე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაა, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების ავტორიზაციის აქტი გასულ ზაფხულს დაამტკიცა.
ამერიკული სასამართლო Huawei-ს სარჩელის განხილვას სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყებს.
მაისში ცნობილი გახდა, რომ ივნისში Huawei Android-ს საკუთარი ოპერაციული სისტემით შეცვლის. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Huawei-ს ოპერაციული სისტემის გამოჩენა ბაზარზე შემოდგომაზე იგეგმებოდა.
ჯერ კიდევ 2016 წელს Huawei-მ დაადასტურა, რომ საკუთარი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე მუშაობდა. 
20 მაისს აშშ-ის გაყიდვების დეპარტამენტმა Huawei-ს ლიცენზია 19 აგვისტომდე მისცა არსებული ტექნიკური სამუშაოების დასასრულებლად. თუმცა Huawei-ს შემდგომი რთულად მისაღები ლიცენზიის გარეშე კვლავ ეკრძალება, შეიძინოს აშშ-ში დამზადებული მოწყობილობები, რომელსაც ის ახალი პროდუქტის შესაქმნელად იყენებდა.
19 მაისს Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა
რამდენიმე ქვეყანა ეჭვობს, რომ კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა, ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს.
ჯერ კიდევ 2018 წელს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს Huawei-სა და ZTE-ს მოწყობილობების გამოყენება აუკრძალეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.
როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment