Sunday, June 9, 2019

ჯორჯ მაიკლის ოჯახი მომღერლის საფლავს ფანებისგან იცავს

ცნობილი ბრიტანელი მომღერლის ჯორჯ მაიკლის ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მისი საფლავი პომპეზურად არ მოაწყოს, წერს გამოცემა The Sun-ი. 
ოჯახის სურვილია, რომ საფლავი იყოს სადა - ძეგლის და ქვის გარეშე. მომღერლის ნათესავები შიშობენ, რომ თუ საფლავი გამორჩეული დიზაინით იქნება გაკეთებული, შესაძლოა ფანებმა, ეს ადგილი ტურისტულ მარშრუტში შეიტანონ და ხალხმრავალი შეკრებების ადგილი გახდეს. 
გამოცემის ცნობით, მომღერლის ფანებს სურთ, რომ ჯორჯ მაიკლის საფლავის ქვა განსაკუთრებულად იყოს მოპირკეთებული. The Sun-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოჯახს სურს, რომ ფანებს მომღერლის საფლავის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეთ. ამიტომ საფლავზე არც ჯვრის და არც ქვის დადგმას არ აპირებენ. 
ჯორჯ მაიკლი 53 წლისა 2016 წელს გარდაიცვალა. მისი ბოლო სინგლი იყო  White Light, რომელიც 2012 წელს ლონდონში ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე შესრულდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment