Sunday, June 9, 2019

აშშ ახალ თვითმფრინავ Celera 500-ს გამოცდის

აშშ „თვითმფრინავ-ტყვიად“ წოდებულ Celera 500-ს გამოცდის. გამოცემა The Drive-ის ცნობით, თვითმფრინავის ახალო მოდელი 10 წლის წინ გასაიდუმლოებულ რეჟიმში შეიქმნა.
ამიტომ ახალი მოდელის მახასიათებლები ჯერ საჯარო არ არის. გამოცემის ცნობით, თვითმფრინავს ერთი პილოტი მართავს და საფრენ აპარატს ნებისმიერი აეროდრომიდან აფრენა და დაჯდომა შეუძლია.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის სიჩქარე საათში 840 კილომეტრია, ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 20 კილომეტრი. ექსპერტების შეფასებით „თვითმფრინავი-ტყვია“ სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე გადატრიალებას მოახდენს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment