Monday, July 1, 2019

დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო - მინისტრის მიმართვა აბიტურიენტებს და სიტუაცია საგამოცდო ცენტრებთან

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და­ი­წყო. პირ­ვე­ლი გა­მოც­და დღეს ქარ­თუ­ლი ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ტარ­დე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

წელს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 11 ქა­ლაქ­ში 23 სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ყვე­ლა ცენ­ტრი აღ­ჭურ­ვი­ლია გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მი­თა და სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რით.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

2019 წელს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის 41000-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.
გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ირი­ნა აბუ­ლა­ძემ ერთ-ერთ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში გა­ნა­ცხა­და, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი, იყო თუ არა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მხრი­დან გა­მოც­და­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.
„გა­მოც­დე­ბის პირ­ვე­ლი სე­სია 09:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში. არის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, სა­დაც შე­საძ­ლოა, აბი­ტუ­რი­ენ­ტმა და­აგ­ვი­ა­ნა ან შე­ე­შა­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი. დღეს და ხვალ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მოც­დე­ბი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყე­ბა პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან. სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბა მოხ­და, გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მა მუ­შა­ობს ყველ­გან“, - გა­ნა­ცხა­და აბუ­ლა­ძემ.
სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის და­წყე­ბის პირ­ველ დღეს ულო­ცავს და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ თი­თო­ე­უ­ლის­თვის გა­მოც­დე­ბი მა­ღა­ლი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა.
„თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მო­მენ­ტი და­ი­წყო. მჯე­რა, რომ რა პრო­ფე­სი­აც არ უნდა აირ­ჩი­ოთ მო­მა­ვალ­ში, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ღირ­სე­ულ ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს, რად­გან კარ­გად გეს­მით, ცოდ­ნა და შე­მოქ­მე­დე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მა და გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა, თქვე­ნი პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.
გუ­ლი­თა­დად გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს. იმე­დი მაქვს, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­აგ­რძე­ლებთ იმ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას, რო­მელ­საც სკო­ლებ­ში და­ე­უფ­ლეთ,“ - მი­მარ­თა ბა­ტი­აშ­ვილ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს.
ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 23 ივ­ლისს ფი­ზი­კის გა­მოც­დით დას­რულ­დე­ბა.
10 ივ­ლი­სი­დან გა­მოც­დებ­ში პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან, ხოლო სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი 5 ივ­ლისს ჩა­ტარ­დე­ბა. 17- 24 ივ­ლისს გა­მოც­დე­ბი მა­გის­ტრო­ბის მსურ­ველ­თათ­ვის გა­ი­მარ­თე­ბა.
სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია 12000-მდე კან­დი­დატ­მა გა­ი­ა­რა;
სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ჩა­ბა­რე­ბის სურ­ვი­ლი 4600-მდე სტუ­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა; მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ას კი 31000-ზე მეტი აპ­ლი­კან­ტი და­ა­დას­ტუ­რებს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment