Saturday, October 21, 2017

ქაბულში თვითმკვლელ ტერორისტს 15 ადამიანი ემსხვერპლა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ქაბულის სამხედრო აკადემიაში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას არანაკლებ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას tolonews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტერორისტის სამიზნე მიკროავტობუსი იყო, რომლითაც კადეტები გადაადგილდებოდნენ. სწორედ ისინი დაიღუპნენ აფეთქებისას. ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 4 ადამიანი. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება სამხედრო აკადემიის შესასვლელში - მთავარ ჭიშკართან მოხდა. 
ბოლო 24 საათში ქაბულში უკვე მეორე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი - გუშინ აფეთქება ქაბულის შიიტურ მეჩეთში მოხდა, რასაც სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment