Saturday, October 21, 2017

ტრამპი კენედის მკვლელობაზე დოკუმენტებს გამოაქვეყნებს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"დამატებითი ინფორმაციის მიღების პირობით, მე, როგორც პრეზიდენტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედის შესახებ, ამდენი ხნის განმავლობაში დაბლოკილი და გადამალული დოკუმენტების გამომჟღავნების უფლებას ვიძლევი", - წერს ტრამპი.
მანამდე, გამოცემა Politico წერდა, რომ ტრამპი კენედის საქმის დოკუმენტების ნაწილის გამოქვეყნების აკრძალვას აპირებს.
1992 წელს, ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად კენედის მკვლელობაზე მასალები 25 წლის შემდეგ გასაჯაროვდებოდა. კანონს უფროსმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა ხელი.
Politico-ს წყაროები აღნიშნავდნენ, რომ კენედის მკვლელობის შესახებ არქივი შეიცავს დოკუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტზე თავდასხმიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაჩნდა. ზოგიერთი მასალა 1990 წლით არის დათარიღებული. მათში შეიძლება იყოს ცნობები ამერიკული დაზვერვის და სპეცსამსახურების შედარებით თანამედროვე ოპერაციებზეც. 
აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 2 ნოემბერს დალასში მოკლეს. ​​​​ოფიციალურმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ თავდასხმაში ერთი ადამიანი - ლი ჰარვი ოსვალდი მონაწილეობდა. ოსვალდი, დაკავებიდან ორი წლის შემდეგ ჯეკ რუბიმ მოკლა, რომელიც მოგვიანებით ციხეში გარდაიცვალა.
კენედის მკვლელობაზე სხვადასხვა კონსპიროლოგიური ვერსიები არსებობს, პირველ რიგში, ეს ეხება მკვლელობასთან თავად ამერიკელების სპეცსამსახურების კავშირს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment