👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 1 262 809 ამომრჩეველმა მიიღო. ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ 17:00 საათზე საქართველოს მასშტაბით 36.7%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 53.4% კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისევ შიდა ქართლშია, 31.5%.
ცესკო-ს მონაცემებით, დედაქალაქში 17:00 საათზე ამომრჩეველთა 34.7%- მა მისცა ხმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment