Sunday, October 22, 2017

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავში  ოჯახში ძალადობის ბრალდებით ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და მეორე არასრულწლოვან შვილს. დადგინდა, რომ დაკავებულს მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება არაერთხელ ჩაიდინა. სამართალდამცველებმა ის საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს."- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment