Saturday, March 17, 2018

სამსახურის მაძიებელი სტივ ჯობსის 1973 წლის რეზიუმე $174 757-ად გაიყიდა

აშშ-ში, ბოსტონის აუქციონზე Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის რეზიუმე $174 757-ად გაიყიდა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
რეზიუმე 1973 წელსაა შევსებული. მაშინ ჯობსი მხოლო 18 წლის იყო.
როცა გამომგონელებლა აპლიკაცია შეავსო, კომპანია Hewlett-Packard-ში დასაქმებას ცდილობდა.
რეზიუმე კომპანიამ აუქციონზე 8 მარტს გაიტანა.
მყიდველის ვინაობა უცნობია. ადმინისტრაცია მხოლოდ იმას ასაჯაროებს, რომ ის ლონდონელი ბიზნესმენია, რომელიც ბრიტანეთში ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს.
სტივენ პოლ ჯობსი 1955 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი იყო. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.
2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment