ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერნ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სურვილი იაპონიის პრემიერმინისტრმაც გამოთქვა. ამის შესახებ financialexpress-ი წერს.
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ კიმ ჩენ ინს მაისის ბოლომდე შეხვდება.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებებს CIA-ს დირექტორი მაიკ პომპეო ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლახანს ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშნა.
ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment