ბრიტანეთის ქალაქ ხორშემის პოლიცია ეძებს შეიარაღებულ პირს, რომელმაც ქალაქ ჰასტინგში სროლა ატეხა და ერთი ადამიანი დაჭრა. დაშავებული ფეხმძიმეა. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
“სროლის შესახებ ინფორმაცია ბექსჰილ როუდში მივიღეთ. გთხოვთ, ნუ მიუახლოვდებით ტერიტორიას და დარჩით შენობებში ახალი ინფორმაციის მიღებამდე“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.
სამართალდამცველების თქმით, ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment