Monday, November 5, 2018

კალაძე: სათანადოდ ვერ დავაფასეთ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს გვერდით დაგვიდგნენ


თბილისის მერი კახა კალაძე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოების მისამართით გაკეთებულ ვიდეომიმართვას ეხმიანება. კალაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პოლიტიკურ ძალას გვერდით ედგნენ. 
კალაძის თქმით, 2012 წელს, როდესაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო იჭერდნენ, სამსახურიდან უშვებდნენ, ძალიან ბევრი ქართულ ოცნებას დაუდგა გვერდში. 
"სამწუხაროდ, მათი შრომა და თავგანწირვა შესაბამისად არ დაფასდა. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით მომხდარიყო, რომლის გაკეთებაც ვერ მოხერხდა. ესეც ჩვენი დანაშაულია. ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია", – განაცხადა კახა კალაძემ.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. ივანიშვილის თქმით, თუ "ქართული ოცნება" ვერ მუშაობს და თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, ის პირველი იქნება, ვინც მათ წინააღმდეგ წავა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მან იცის ხალხის გულისტკივილისა და წყენის მიზეზი.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 4 ნოემბერს გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური შეცდომა დაასახელა. მისი აზრით, ეს შეცდომა კოაბიტაცია იყო. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment