Tuesday, November 6, 2018

საქართველოში ბოლო 24 საათში 5-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 5-ზე მეტი მი­წის­ქვე­შა ბიძ­გი და­ფიქ­სირ­და. მათ­გან ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი რა­ჭა­ში, ონში იყო, მაგ­ნი­ტუ­დამ 5.1 შე­ად­გი­ნა.
მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და თბი­ლის­შიც. სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­ქა­ლაქ­ში ეპი­ცენ­ტრი პა­ტა­რა ლი­ლოს­თან მდე­ბა­რე­ობ­და და სიმ­ძლავ­რე 2.8 იყო.
AMBEBI.GE-სთან სე­ის­მუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­ნა­ნა ძმა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა. მისი გან­მარ­ტე­ბით, პა­ტა­რა ლი­ლოს­თან ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­წისძვრა რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და, გუ­შინ­დე­ლი ბიძ­გი კი მო­სახ­ლე­ო­ბამ ძა­ლი­ან სუს­ტად იგ­რძნო. თბი­ლის­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.
ძმა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მცი­რე ბიძ­გე­ბი ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა ონში, სა­დაც 5.1 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრას ავ­თერ­შო­კე­ბი მოჰ­ყვა. მისი თქმით, სა­ათ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6 ბიძ­გი ფიქ­სირ­დე­ბა, რაც სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და მცი­რე რყე­ვებს მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ გრძნობს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment