Monday, November 5, 2018

ბოლო 30 წლის განმავლობაში იაპონელი მოზარდების სუიციდმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია


ბოლო 30 წლის განმავლობაში იაპონელ მოზარდთა შორის თვითმკვლელობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ინფორმაციას ქვეყნის განათლების სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ BBC წერს
2016 წლიდან 2017 წლის მარტამდე იაპონიის სკოლებში 250-მა მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა. 
ეს მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი. თვითმკვლელობით დასრულებული 250 სიცოცხლე 1986 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რიცხვია. 
პუბლიკაციაში ვკიხულობთ, რომ სუიციდის მიზეზი ძირითადად ოჯახური პრობლემები, საკუთარ მომავალზე ფიქრი და ჩაგვრაა, თუმცა სკოლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ 140 ბავშვის სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 
დაღუპულთა დიდი ნაწილი სკოლის ასაკის, 18 წლამდე იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment