Thursday, November 1, 2018

თსუ მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის დასახელდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი U.S.News&World Report-ის 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში, 500 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა. როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ამ მაჩვენებლით, უნივერსიტეტი პირველია რეგიონში, რომელიც 500 საუკეთესო შორის არის.
კერძოდ, U.S.News&World Report-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 75 ქვეყნის 1250 საუკეთესო  უნივერსიტეტს შორის თსუ 435-ე ადგილზეა.
U.S.News&World Report რეიტინგების შედგენისას 13 ინდიკატორს იყენებს, რაც უნივერსიტეტების აკადემიურ, კვლევით საქმიანობას და გლობალურ და რეგიონულ რეპუტაციას ეყრდნობა. კვლევის ავტორები ასევე ითვალისწინებენ უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობას პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ორგანიზების კუთხით, ციტირების ინდექსს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. კვლევისას ასევე გამოყენებულია აკადემიური წრეების წარმომადგენელთა და მკვლევართა მოსაზრება მათთვის ნაცნობი მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment