Wednesday, November 7, 2018

სალომე ზურაბიშვილი 7 ნოემბრის აქციაზე: ეს ბრძოლა არ დასრულებულა

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 2011 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს Facebook-ზე ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს ბრძოლა არ დასრულებულა.
"ეს ბრძოლა არ დასრულებულა: სამართალისთვის, კანონიერებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, დამოუკიდებლობის გამყარებისთვის ! საქართველოსთვის!", - წერს ზურაბიშვილი.2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და  რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. ამის შემდეგ იყო საგანგებო მდგომარეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წელს კი ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.
პროკურატურამ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს პატიმრობა 2014 წლის 1 აგვიტოს შეეფარდათ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment