Monday, November 5, 2018

"ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით" - ბიძინა ივანიშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებ

პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იმ ამომ­რჩევ­ლებ­ზე ამახ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია. ივა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ მას ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ეს­მის.
"მინ­და მივ­მარ­თო ჩემს ხალ­ხს! მინ­და მივ­მარ­თო იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც მა­კის­რია თქვენს წი­ნა­შე!პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა მათ, ვინც კი­დევ ერთხელ გა­მოგ­ვი­ცხა­დეთ ნდო­ბა, მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ბევ­რი პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, სჯე­რა ჩვე­ნი არ­ჩე­უ­ლი გზის! მაგ­რამ დღეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მივ­მარ­თო მათ, ვინც გულ­გა­ტე­ხი­ლია! მინ­და გი­თხრათ, რომ მე კარ­გად მეს­მის თქვე­ნი! მეს­მის თქვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლის და იმედ­გაც­რუ­ე­ბის; მეს­მის, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი ხართ, რად­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ გა­უმ­ჯო­ბეს­და თქვე­ნი ყოფა; მეს­მის, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ, რად­გან ფიქ­რობთ, რომ ზო­გი­ერ­თი მო­ხე­ლე, ხალ­ხზე ზრუნ­ვა­ზე მე­ტად, პი­რად კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუ­ნავს; უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი ხართ, რად­გან ფიქ­რობთ, რომ დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა; ბევ­რი თქვენ­გა­ნი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რად­გან და­საშ­ვე­ბი გავ­ხა­დეთ მო­ძა­ლა­დე რე­ჟი­მის დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხე. დღეს არ ვა­პი­რებ ვი­სა­უბ­რო არც იმ 9-წლი­ან რე­ჟიმ­ზე, რო­მელ­მაც ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა ყვე­ლა უფ­ლე­ბა, ყვე­ლა ღირ­სე­ბა, და ეს ბევ­რმა თქვენ­გან­მა სა­კუ­თარ თავ­სა და ოჯახ­ზე იწ­ვნია, და არც ჩვენს მიღ­წე­ვებ­ზე.
დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ისევ ის­ტო­რი­ულ გზა­გა­სა­ყარ­თან დგას - არ­სე­ბობს მცდა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მა­ღა­ლი რის­კი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ეს არის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, გა­ნახ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­მი­წია პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. მო­მი­წია, რად­გან ვხე­დავ­დი, რომ პრობ­ლე­მე­ბი ღრმავ­დე­ბო­და და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ხალ­ხი კი­დევ უფრო ღრმად და ნათ­ლად ხე­დავ­და ამ პრობ­ლე­მებს. დღეს არ შე­მიძ­ლია არ და­გე­თან­ხმოთ. თუმ­ცა, ერთი რამ ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს! ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პი­რის­პირ, სამ­წუ­ხა­როდ, ისევ რე­ვან­შის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი დგა­ნან. ჩვენ ვდგა­ვართ გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე და ეს გან­საც­დე­ლი ჩვენ და­ვუშ­ვით. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შორ­დე­ბა ხალ­ხს, ის კარ­გავს ხალ­ხის ნდო­ბას, და ახლა მინ­და ვთქვა ყვე­ლას გა­სა­გო­ნად : ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ­სე­ბობს მხო­ლოდ ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბის­თვის. არა­ვინ იფიქ­როს, რომ პარ­ტი­ას რა­ი­მე თა­ვის­თა­ვა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია. იგი არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც უნდა მი­ვაღ­წი­ოთ უზე­ნა­ეს მი­ზანს - ხალ­ხის უკე­თეს მო­მა­ვალს. ამი­ტო­მაც, თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვერ მუ­შა­ობს, თუ მის­მა რო­მე­ლი­მე შტომ ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბა­ში არ ივარ­გა, მე პირ­ვე­ლი წა­ვალ მათ წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ამ შეც­დო­მე­ბით ისარ­გებ­ლოს ძა­ლამ, რო­მელ­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბის მოს­პო­ბა სურს, რო­მე­ლიც ასე ძვირ­ფა­სია ჩვენ­თვის. ამ შეც­დო­მებს სწო­რი და­ნახ­ვა და კრი­ტი­კა უნდა. ოპო­ნენ­ტე­ბი კი სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით ჩარ­თუ­ლი სიც­რუ­ის მან­ქა­ნით ცდი­ლო­ბენ ყვე­ლაფ­რის გა­და­ხაზ­ვას. მათ შეც­დო­მე­ბის გას­წო­რე­ბა არ სურთ! მათ ყვე­ლაფ­რის დან­გრე­ვა უნ­დათ და, რაც ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, ნე­ბის­მი­ერ ფა­სად!ოპო­ნენ­ტე­ბი მხო­ლოდ ტყუ­ილ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ კამ­პა­ნი­ას ატა­რე­ბენ. ხალ­ხს ურ­ცხვად პირ­დე­ბი­ან იმას, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო წყო­ბა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას სრუ­ლად ცდე­ბა და, ამა­ვე დროს, ღიად გვი­ა­ნონ­სე­ბენ ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­სა და ჩაგ­ვრა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის გარ­და, პირ­და­პირ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია.
2012 წელს ჩვენ მო­ვი­შო­რეთ ძა­ლა­დო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­ჟი­მი. გა­ვი­ა­რეთ ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი და თან ვცდი­ლობ­დით, ქვე­ყა­ნა სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის რელ­სებ­ზე გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. ამ გზა­ზე ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბა­საც მი­ვაღ­წი­ეთ: სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა ბიზ­ნე­სი, თა­ვი­სუ­ფა­ლია მე­დია, გან­ხორ­ცი­ელ­და არა ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა; ურ­თუ­ლეს ეკო­ნო­მი­კურ გა­რე­მო­ში მო­ვი­პო­ვეთ რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რო­ბა და მრა­ვა­ლი სხვა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი სულ უფრო რე­ა­ლურ პერ­სპექ­ტი­ვა­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბას. უამ­რა­ვი რის­კის მი­უ­ხე­და­ვად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს არას­დროს ჰქო­ნია ასე­თი სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის წლე­ბი. და მი­უ­ხე­და­ვად ამ წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა, ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა არ­სე­ბუ­ლი სი­დუ­ხ­ჭი­რე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვჭირ­დე­ბა გა­დამ­წყვე­ტი ცვლი­ლე­ბე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე მგრნო­ბი­ა­რე ჯგუ­ფე­ბის­თვის. ბევ­რი პო­პუ­ლის­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, არ ვი­სა­უბ­რებ კონ­კრე­ტულ ციფ­რებ­ზე, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვი, რომ პენ­სი­ონ­რე­ბი­სა და დევ­ნი­ლე­ბის შემ­წე­ო­ბე­ბი და დახ­მა­რე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად უნდა გა­და­ი­ხე­დოს! მათ­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი ღირ­სე­ბის საქ­მეა და ჩვენ ეს უნდა შევ­ძლოთ! სას­წრა­ფოდ უნდა შე­იც­ვა­ლოს სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც და­ე­ფუძ­ნე­ბა გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს და მუდ­მი­ვად მო­ი­ზი­დავს ახალ კად­რებს, გან­სა­კუ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს. ახალ­გაზ­რდე­ბი უნდა ჩა­ერ­თონ ქვეყ­ნის მარ­თვა­სა და პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში!ჩემო მე­გობ­რე­ბო, ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ხოლ­მე გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ხალ­ხი ხდე­ბა ეპო­ქა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი და ჩვენ ერს ასე­თი სიბ­რძნე არა ერთხელ გა­მო­უ­ჩე­ნია. მინ­და მივ­მარ­თო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ძველ გვარ­დი­ას, მათ, ვინც შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს 2012 წლის იმ ის­ტო­რი­ულ დღე­ებ­ში: სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთხელ დას­ჭირ­და თქვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა, თქვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბა. მე ვიცი თქვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, მე ვიცი თქვე­ნი გაბ­რა­ზე­ბის ყვე­ლა მი­ზე­ზი. გაძ­ლევთ პი­რო­ბას, რომ ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი იპო­ვის სა­კუ­თარ ად­გილს თა­ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით ჩვენს ერ­თი­ან ოჯახ­ში, არა­ვის ღვაწ­ლი არ დარ­ჩე­ბა უყუ­რა­დღე­ბოდ! მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რაც არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც გან­ვა­ცხა­დე - მე ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ ერთ წე­ლი­წად­ში გა­ვას­წო­რო მარ­თვის ყვე­ლა ხარ­ვე­ზი და მთე­ლი ჩემი რე­სურ­სი გა­მო­ვი­ყე­ნო, რომ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი გახ­დეს. ახლა მთა­ვა­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ცალ­კე­ულ ჩი­ნოვ­ნი­კებ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლებ­მა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დას­ჯის სურ­ვი­ლით, სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი და სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა არ დავ­სა­ჯოთ და არ გა­დავ­ყა­როთ წყალ­ში ყვე­ლა­ფე­რი, რა­შიც 2012-ში სი­ცო­ცხლე ჩავ­დეთ. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებთ ჩვე­ნი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად და ერ­თად შევ­ძლებთ ადა­მი­ან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ნე­ბას!", - ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში
ambebi.ge

No comments:

Post a Comment