Thursday, November 1, 2018

ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღე­ი­დან, მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი ნო­ემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა და რე­გუ­ლა­ცია შე­დის ძა­ლა­ში. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ 1-ლი ნო­ემ­ბრი­დან და­გეგ­მილ რე­გუ­ლა­ცი­ებს გთა­ვა­ზობთ:
სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მე­ბი მკაცრ­დე­ბა
დღე­ი­დან, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაღ­ვე­ვა­ზე ჯა­რი­მე­ბი მკაცრ­დე­ბა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მართდარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში სან­ქცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 10-ჯერ იზ­რდე­ბა. მათ შო­რის, თუ აქამ­დე სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა ან შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა 50 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბო­და, 1-ლი ნო­ემ­ბრი­დან 500 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა; ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის პირ­ვე­ლა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა 100 ლა­რის ნაც­ვლად, 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა; სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის დროს მო­სახ­ლე­ო­ბის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზე ჯა­რი­მა 600 ლა­რი­დან 3 000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა და ა.შ.
ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის, ბაზ­რო­ბის და სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლე­ბი და­ზღვე­ვის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან
მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი მარ­ტი­დან მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ობი­ექ­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვა ამოქ­მედ­და. მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, მფლო­ბე­ლე­ბის მიერ მე­სა­მე პი­რის და­ზღვე­ვა შემ­დეგ ობი­ექ­ტებ­ზე მოქ­მე­დებს: - სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, ბაზ­რო­ბა, ავ­ტო­გა­სა­მარ­თი/აირ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი, სას­ტუმ­რო. ხოლო ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზღვე­ვა არ ექ­ნე­ბათ დღე­ი­დან უკვე და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.
კერ­ძოდ, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის/ბაზ­რო­ბის მფლო­ბე­ლის მიერ მე­სა­მე პი­რის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა – გა­მო­იწ­ვევს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის/ბაზ­რო­ბის მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
გარ­და ამი­სა, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის, ბაზ­რო­ბის მფლობ­ლის მიერ ობი­ექ­ტში კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის ქო­ნე­ბი­სათ­ვის (მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, მა­რა­გე­ბი) მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა, გა­მო­იწ­ვევს მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას, ობი­ექ­ტში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი და­უ­ზღვე­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 100 ლარ­ზე ნამ­რავ­ლის ოდე­ნო­ბით.
სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, ავ­ტო­გა­სა­მარ­თი და აირ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან თი­თო­ე­უ­ლი და­უ­ზღვე­ვე­ლი სად­გუ­რის რა­ო­დე­ნო­ბის 1 000 ლარ­ზე ნამ­რავ­ლის ოდე­ნო­ბით.
100 და მე­ტად­გი­ლი­ა­ნი სას­ტუმ­რო-და­სას­ვე­ნებ­ლი სახ­ლის მფლო­ბე­ლის მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მო­იწ­ვევს მფლო­ბე­ლის 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას.
დღეიდან „ვიზეარი“ ბარგის გადატანის წესს ცვლის
დღეიდან „ვიზეარის“ ბარგის გადატანის წესი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, Basic ბილეთის საფასურში შევა მხოლოდ მცირე ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომებია: 40x30x20 სმ. მგზავრებს მისი ატანა თვითმფრინავის სალონში შეეძლებათ.

მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით სარგებლობენ, მცირე ზომის ხელბარგთან (40x30x20 სმ) ერთად, თვითმფრინავის სალონში შეუძლიათ აიტანონ სამგზავრო ჩანთაც, რომლის მაქსიმალური ზომებია: 55x40x23 სმ. ავიაკომპანიამ ასევე დაამატა 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უკვე არსებულ 20 და 32 კგ-იან ვარიანტებთან ერთად.

მოქალაქეთა ნაწილს დღეს, ავტომობილზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა ეწურება
ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი 2017 წლის მდგომარებით 40 000 ლარს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვადა 1-ელ ნოემბერს ეწურებათ, გადასახადის გადახდის ბოლო ვადა კი 15 ნოემბერია. მათ შორის, ამ კატეგორიის მოქალაქეებს დღეს ეწურებათ ვადა, რომ მსუბუქ ავტომობილებზე ქონების გადასახადის დეკლარაცია წარადგინონ. 

ცნობისთვის, პირებს ავტომობილის გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოუწევთ. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.
ambebi.ge
bpn.ge


No comments:

Post a Comment