Sunday, November 4, 2018

ანდრეა პირლო: საქართველოში გატარებული დღეებით ძალიან კმაყოფილი ვარ

ანდრეა პირლომ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. იტალიის ფეხბურთელი თბილისში სამი დღე იმყოფებოდა და მისი ვიზიტის მიზანი ერთ-ერთი ქართული კომპანიის რეკლამაში მონაწილეობა იყო.
1tv.ge-ს ცნობით, პირლომ გამგზავრებამდე საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.
„საქართველოში გატარებული დღეებით ძალიან კმაყოფილი ვარ. თბილისში დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი და საკმაოდ ემოციური დღეები გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი ფანი შემხვდა. გადაღებებითაც კმაყოფილი ვარ – ამ კამპანიაში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა” – ამბობს პირლო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment