Thursday, November 1, 2018

გია გულორდავამ და ლაშა გოგიამ დიდი რაოდენობით ქრთამი აიღეს - სუსი

სუს-ი ადას­ტუ­რებს, რომ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ ზუგ­დი­დის ყო­ფი­ლი მერი და ვიცე-მერი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.
აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ბრი­ფინ­გი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ი­მარ­თა.
„სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ჯგუ­ფუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყო­ფი­ლი მერი ლაშა გო­გია და ყო­ფი­ლი ვიცე-მერი გია გუ­ლორ­და­ვა და­ა­კა­ვეს.
გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 2018 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ლაშა გო­გი­ამ და გია გუ­ლორ­და­ვამ, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდ­ში ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის და ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­დნენ, ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში მდე­ბა­რე გუ­ლუ­ას ბა­ღის და რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის იჯა­რით გა­სა­ცემ აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნის სა­ნაც­ვლოდ მო­ქა­ლა­ქეს ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვეს და გა­მო­არ­თვეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა - 21 500 აშშ დო­ლა­რი. შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, 11 500 აშშ დო­ლა­რი გან­კუთ­ვნი­ლი იყო გუ­ლუ­ას ბა­ღის იჯა­რით გა­და­ცე­მის­თვის, ხოლო 10 000 აშშ დო­ლა­რი - რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის იჯა­რით გა­და­ცე­მის­თვის. 2018 წლის მა­ის­ში იმა­ვე მო­ქა­ლა­ქემ 10 000 აშშ დო­ლა­რი პი­რა­დად გა­დას­ცა გია გუ­ლორ­და­ვას, ხოლო 11 500 აშშ დო­ლა­რი მათ­თვის გა­და­სა­ცე­მად 2018 წლის 7 ივ­ნისს ჩა­რი­ცხა გია გუ­ლორ­და­ვას მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ხ.ბ-ს სა­ხელ­ზე, სა­ბან­კო გზავ­ნი­ლის სა­ხით, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ და­ე­უფლნენ გია გუ­ლორ­და­ვა და ლაშა გო­გია.
გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, ჯგუ­ფის მიერ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 11-დან 15 წლამ­დე ვა­დით).
გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო“, - ნათ­ქვა­მია სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment