Wednesday, November 7, 2018

მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე..." - გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი აცხა­დებს, რომ „მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი სი­ჩუ­მე არ­ჩია და არც ახლა აპი­რებს პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას“, თუმ­ცა მხარს უჭერს ფა­სე­უ­ლო­ბებს, რო­მელ­საც 2012 წელს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­უ­ჭი­რა მხა­რი. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ დღეს ეს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გა­და­სარ­ჩე­ნია
„მხარს ვუ­ჭერ იმ ფა­სე­უ­ლო­ბებს, რომ­ლი­საც მწამ­და და მჯე­რო­და მთე­ლი ჩემი შე­გე­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, რომ­ლის სი­მაღ­ლეც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ამ გვას­წავ­ლა, რომ­ლის მა­გა­ლი­თიც ჩემ­მა მშობ­ლებ­მა და წი­ნაპ­რებ­მა მომ­ცეს, მას­წავ­ლეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, ასე­ვე - ჩვე­ნი ერის გა­მორ­ჩე­ულ­მა მოღ­ვა­წე­ებ­მა, მათ შო­რის, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ღირ­სე­ულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ხან­და­ხან კი, ყვე­ლას­თვის უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მაც ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში, ფა­სე­უ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც ძვირ­ფა­სი იყო ყო­ველ­თვის, მათ შო­რის 2007 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, 2011 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი 2012-ში და შემ­დგომ 2016-ში. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი სი­ჩუ­მე ვარ­ჩიე და არც ახლა ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას და არა იმი­ტომ, რომ არა­ფე­რი მაქვს სათ­ქმე­ლი. ჩემს სათ­ქმელ­ში ბევ­რია სა­ა­მა­ყოც და რა თქმა უნდა - სა­სი­ნა­ნუ­ლოც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­და.
და ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად და ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გა­და­სარ­ჩე­ნია, გა­და­სარ­ჩე­ნია ახლა, ამ მო­მენ­ტში და გა­და­სარ­ჩე­ნია მუდ­მი­ვად და ეს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა არ და­იღ­ლე­ბა ჩვენს ერში და არ და­იღ­ლე­ბა ჩემ­შიც, ვიდ­რე სული მიდ­გას“, - ნათ­ქვა­მია გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment