Thursday, November 8, 2018

აშშ არალეგალ მიგრანტებს თავშესაფარს აღარ აძლევს

არალეგალი მიგრანტები, რომლებიც აშშ-ის სამხრეთის საზღვარს მიუახლოვნენ, შტატებში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ. ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადამინისტრაციამ განაცხადა. 
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, უწყებამ შეუწყვიტა თავშესაფრის მიღების უფლება ყველას, ვინც პრეზიდენტის განკარგულებას ეწინააღმდეგება. განკარგულება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს.
2 ნოემბერს ტრამპმა აშშ-ში თავშესაფრის მიღების წესის გამკაცრება დააანონსა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადალახავენ, ქვეყანაში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს დეპორტაციამდე დაკავების დროებით ცენტრებში გადაიყვანენ, თავშესაფრის მაძიებლები კი, რომლებიც უკანონოდ შევლენ ქვეყანაში, დაიბლოკებიან.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-მა მიგრანტებისგან ამერიკის საზღვრის დასაცავად სამხედროები გაგზავნა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment