Wednesday, November 7, 2018

რისთვის შეიკრიბნენ და რას აპროტესტებენ საზოგადოების ცნობილი სახეები რუსთაველის გამზირზე

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი მსვლე­ლო­ბა იმარ­თე­ბა - "გვახ­სოვს 7 ნო­ემ­ბე­რი".
აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, მსვლე­ლო­ბის მი­ზა­ნია, მო­სა­ხე­ლე­ო­ბას შე­ახ­სე­ნოს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბე­რი, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სას­ტი­კად და­არ­ბია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ცრემლსა­დე­ნი გა­ზის, წყლის ჭავ­ლის, ხელ­კე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ი­სა და სპეც­რაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით...
მსვლე­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე, მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შე­იკ­რი­ბა, მათ შო­რის: პო­ე­ტი და­ვით მაღ­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბე­ბი კახი კავ­სა­ძე, ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი ენ­რი­კო ჯა­ნე­ლი­ძე, პრო­დი­უ­სე­რი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი ვატო შა­ქა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­ზე ზრუ­ნავ­და. ორი სა­ა­თის­თვის თე­ატ­რი სრუ­ლი­ად გა­და­ი­ჭე­და...
ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თე­ატრს მიღ­მაც აღ­მოჩ­ნდა, ამი­ტო­მაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვის შემ­დეგ, და­ვით მაღ­რა­ძემ თე­ატ­რში შეკ­რე­ბი­ლებს მო­უ­წო­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ქუ­ჩა­ში გა­და­ე­ნაც­ვლა..AMBEBI.GE აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბილ წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ე­სა­უბ­რა:
და­ვით მაღ­რა­ძე:
- "ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა! ბევ­რი არ მო­ვი­და არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ზე, რად­გან გულ­გა­ტე­ხი­ლია არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ... ამა­სო­ბა­ში გაჩ­ნდა აგ­რე­სი­უ­ლი რე­ვან­შის საფრ­თხე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაბ­რუ­ნე­ბის სა­ხით. ამი­ტო­მაც უნდა ვუხ­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბას და ჩვე­ნი გუ­ლის­თქმა ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­როთ. ყვე­ლა უნდა გა­მო­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და სა­ბო­ლო­ოდ აღვკვე­თოთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ნი­ა­კა­ლუ­რი ვნე­ბე­ბი...
მათ ძა­ლი­ა­ნაც უნ­დათ ხალ­ხმა და­ი­ვი­წყოს 7 ნო­ემ­ბე­რი, 9-წლი­ა­ნი რე­ჟი­მიც, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ უნდა და­ი­ვი­წყოს ის ყვე­ლა­ფე­რი მო­სახ­ლე­ო­ბამ?! იმი­ტომ, რომ ისი­ნი დაბ­რუნ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში? არა­ვინ არ აპი­რებს მათი სა­დიზ­მის და­ვი­წყე­ბას და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მათ სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემთ! რუ­სეთ­მა თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­აგ­ზავ­ნა არე­უ­ლო­ბის მო­სა­წყო­ბად, რომ­ლე­ბიც დღეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის – გრი­გოლ ვა­შა­ძის გვერ­დით არი­ან!"კახი კავ­სა­ძე:
- "ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მი ვის აწყობს, ვის მოს­წონს? მე მგო­ნია არა­ვის! თუ ჩვე­ნი აქ ყოფ­ნით რა­მეს ეშ­ვე­ლე­ბა, აქ ვარ იმის გამო, რომ მშვი­დო­ბა იყოს ქვე­ყა­ნა­ში! ჩემი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს! ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლით შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ლაგ­დეს და გამ­შვე­ნი­ერ­დეს და არა იმ სი­სას­ტი­კით, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­დი­ო­და! მშვი­დად წინ გა­მარ­ჯვე­ბი­სა­კენ".
ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვი­ლი:
- "დღეს რაც აქ ხდე­ბა, ამის მი­ხედ­ვით ჩემი პროგ­ნო­ზით 10-15 პრო­ცენ­ტით მო­უ­გებს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გრი­გოლ ვა­შა­ძეს მე­ო­რე ტურ­ში. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მტრუ­ლად და აგ­რე­სი­უ­ლად გან­ვე­წყოთ გრი­გოლ ვა­შა­ძის ამომ­რჩევ­ლე­ბის მი­მართ. უბ­რა­ლოდ, ახლა იმი­ტომ და­ვი­რაზ­მეთ, რომ ნამ­დვი­ლად ვი­ცით ვისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც არის ბა­ტო­ნი ვა­შა­ძე. ისე, სა­დღაც მად­ლო­ბაც კი უნდა ვუ­თხრათ ოპო­ზი­ცი­ას - ნა­ხეთ რო­გორ გა­მო­ა­ფხიზ­ლეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბაც... ასე ერ­თსუ­ლოვ­ნად შეკ­რუ­ლი ხალ­ხი ერთი მიზ­ნის­კენ დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს! ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდე­ბა!გოგა ხა­ინ­დრა­ვა:
- "ძა­ლი­ან რთუ­ლია კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი თუ რას ვაპ­რო­ტეს­ტებ დღეს - 7 ნო­ემ­ბე­რია და თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რა­საც ვაპ­რო­ტეს­ტებ! ძა­ლა­დო­ბას, უხამ­სო­ბას და ბო­რო­ტე­ბას!"
ლე­ვან გა­ჩე­ჩე­ჩი­ლა­ძე:
- "მინ­და ქარ­თველ ხალ­ხს შე­ვახ­სე­ნო, რომ არა­ფე­რი არ ღირს არც ჩემი და არც სხვი­სი, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სათ­მო­ბად! ამი­ტომ მო­ვე­დი დღეს აქ!ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი:
- "ცრემ­ლი უნდა დამ­თავ­რდეს ამ ქვე­ყა­ნა­ში და მხო­ლოდ იმა­ზე უნდა იყოს ზრუნ­ვა, ადა­მი­ან­მა პი­რო­ბე­ბი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს! რა­ღაც ბრა­ლე­უ­ლო­ბა მი­უ­ძღვის დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პირ­ვე­ლი ტური რომ იმ შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდა და და­უ­ყო­ნებ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მოს­წორ­დეს!"
რეზო ამა­შუ­კე­ლი:
- "მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვამ­ბობ, რომ სის­ხლის­მსმე­ლე­ბი უნდა წა­ვიდ­ნენ და გა­და­შენ­დნენ! ამ მთავ­რო­ბას ვე­ტყო­დი, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ამ და­ღუ­პა ეს ქვე­ყა­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და დას­რულ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი წაწლო­ბა! თუ არა, ხალ­ხი ჩა­უდ­გე­ბა ყვე­ლა­ფერს სა­თა­ვე­ში და ვე­რა­ვი­თა­რი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო მა­გათ ვე­ღარ უშ­ვე­ლით!"
ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი:
- "იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ მშვი­დო­ბას ვე­ძებ! აქ ისეთ ხალ­ხს ვხე­დავ, ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტია! ჩვენ სა­მარ­თლი­ა­ნად ვიბ­რძვით და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ, ეჭვი ოდ­ნა­ვაც არ მე­პა­რე­ბა".
ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე:
- "დღეს 7 ნო­ემ­ბე­რია და მე უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე ვარ იმ დარ­ბე­ვის, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვის ხალ­ხი გა­ი­მე­ტა! ერთი მახ­სოვს 9 აპ­რი­ლი, რო­დე­საც რუ­სებ­მა გაგ­ვი­მე­ტეს და მე­ო­რე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი­ვე სა­ში­ნე­ლი დღე დად­გა, რო­დე­საც სა­კუ­თარ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხალ­ხს გვეს­რო­ლა! ნამ­დვი­ლი მოწ­მე და მო­ნა­წი­ლე ვარ, თუ რო­გორ მოგ­ვდევ­დნენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­ზომ­ბი­რე­ბუ­ლი სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მი ადა­მი­ა­ნებს ეზო­ებ­ში უვარ­დე­ბოდ­ნენ... როცა ჩვენ გვი­კი­ჟი­ნე­ბენ ის ცხრა წელი და­ი­ვი­წყე­თო, იმის და­ვი­წყე­ბა არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა! ისი­ნი ვინც ბრძა­ნე­ბებს გას­ცემ­დნენ, დღემ­დე და­უს­ჯე­ლად და­დი­ან და ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან კი­დევ თი­თებს გვიქ­ნე­ვენ! შეც­დო­მებს აღარ და­ვუშ­ვებ­თო და ხომ გა­გი­გი­ათ - "არ გა­თეთრდე­ბის ყო­რა­ნი, რაც უნდა ხეხო ქვი­ში­თა".
ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი:
- "მე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ, სა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, დღეს აქ მა­ინც მო­ვი­დო­დი! ახ­ლაც ვუ­ყუ­რებ­დი 7 ნო­ემ­ბრის კად­რებს და ერთი რამ არ მეს­მის: ამ ხალ­ხს მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს თუ გან­გებ ივი­წყე­ბენ იმ სი­სას­ტი­კეს?! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ არა­ვის არ სურს იმ რე­ჟი­მის დაბ­რუ­ნე­ბა! იქ ვდგა­ვარ, სა­დაც მსურს ვიდ­გე, რად­გან ჩვენს შვი­ლებ­ზე და შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ ყვე­ლამ. სამი წლის შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს და მის მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ, რო­გორ სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რებს!
არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი სა­ერ­თოდ არ გა­მო­ვი­და... რა შეც­დო­მებ­საც უშ­ვე­ბენ არც მე არ მომ­წონს, მაგ­რამ ამი­ტომ რომ და­ვუშ­ვათ სა­ში­ნე­ლი რე­ჟი­მის დაბ­რუ­ნე­ბა, ეს ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია! აღარც მინ­და სა­ერ­თოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი... ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს ხალ­ხი წყვეტს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბო­ლოს ყვე­ლა ჭკუ­ას მო­უხ­მობს. ძა­ლი­ან მინ­და ქალი პრე­ზი­დენ­ტი გვყავ­დეს! ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის დიდი სი­კე­თის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment