Monday, November 5, 2018

აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საქმეზე Facebook-სა და Instagram-ზე 100-ზე მეტი ექაუნთი წაიშალა

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ჩარევასთან ბრძოლის ფარგლებში Facebook-სა და Instagram-ზე 100-ზე მეტი ექაუნთი წაიშალა. ამის შესახებ Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენმა გამოძიებამ, რომელიც ადრეულ ეტაპზეა, Facebook-ზე 30, ხოლო Instagram-ზე 85 ექაუნთი აღმოაჩინა, რომლებიც შესაძლოა საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართულები. ჩვენ ისინი დაუყოვნებლივ წავშალეთ და ახლა დეტალურ გამოძიებას ვატარებთ“- ნათქვამია კომოანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
მათივე თქმით, Facebook-ზე დარეგისტრირებული პრაქტიკულად ყველა ექაუნთი რუსულ და ფრანგულ ენებზეა, Instagram-ზე კი ინგლისურ ენაზე.
დღეს აშშ-ში შუალედური არჩევნები ტარდება, რომელზეც სრულად გადაირჩევენ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატას, ასევე სენატორების მესამედს. გარდა ამისა, 39 შტატში ახალ გუბერნატორებს აირჩევენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment