Tuesday, February 5, 2019

ხმაური ყარაჯალაში - მოკლული 19 წლის ბიჭის ოჯახი მკვლელის და მისი ნათესავების გასახლებას მოითხოვს

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლუ­ლი 19 წლის ბი­ჭის ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. ისი­ნი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის და ნა­თე­სა­ვე­ბის სოფ­ლი­დან გა­სახ­ლე­ბას ითხო­ვენ. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მოკ­ლუ­ლი რა­დიმ ყურ­ბა­ნო­ვის მა­მის თქმით, მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა, 10 წლის წინ მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა.
"ჩვენ აქ შე­ვიკ­რი­ბეთ და ვი­თხოვთ, რომ ოჯა­ხი და მთე­ლი მათი საგ­ვა­რე­უ­ლო გა­და­სახ­ლდეს ამ სოფ­ლი­დან. 10 წლის წინ, რო­დე­საც ჩემი ბიჭი 9 წლის იყო, ცხვარ­ში სამ­წყემ­სად იყო მა­მა­ჩემ­თან ერ­თად, იქ გვქონ­და თოფი. ამ მკვლე­ლის ძმამ აიღო და შემ­თხვე­ვით გა­ის­რო­ლა, რის შემ­დე­გაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ექ­სპერ­ტი­ზამ და პო­ლი­ცი­ამ არ გაგ­ვამ­ტყუ­ნა, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მი მა­ინც იჯდა ცი­ხე­ში.
ახლა ამათ შვი­ლი მო­მიკ­ლეს, არ გა­ჩერ­დე­ბინ და არც ჩვენ გავ­ჩერ­დე­ბით. პო­ლი­ცი­ას რომ ჩა­ბარ­და, ეს საკ­მა­რი­სი არ არის. გა­დავ­წვავთ მათ სახ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის მა­მამ, რა­დიმ ყუ­ბა­ნოვ­მა.
თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯალ­ში 19 წლის ბიჭი თა­ნა­სოფ­ლელ­მა პირ­ველ თე­ბერ­ვალს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა სოფ­ლის მე­ჩე­თის წინ მოხ­და.
გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. პო­ლი­ცი­ამ დამ­ნა­შა­ვე მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment