Tuesday, February 5, 2019

ჟოზე მოურინიოს გადასახადების დამალვის გამო €2 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელსაც საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებენ, ესპანეთში სასჯელის ციხეში მოხდას დათანხმდა, თუმცა მას ციხეში ყოფნა არ მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
1-წლიანი პატიმრობის ნაცვლად მოურინიოს 182 500 ევროს გადახდა მოუწევს, რომელიც დაემატება სასამართლოს 2  მილიონი ევროს ოდენობით გამოწერილ ჯარიმას.
მოურინიოს ესპანეთის ხელისუფლებისთვის 3.3 მილიონი ევროს გადასახადების დამალვა ედება ბრალად, საუბარია 2011-2012 წლებზე. პროკურატურის განცხადებით, მოურინიომ რამდენიმე კომერციული ფირმა შექმნა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაარეგისტრირა და მათი დახმარებით გადასახადების გადახდას თავს არიდებდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment