Friday, February 8, 2019

2019 წლიდან სამხედროების ფორმით უზრუნველყოფის ნორმები შეიცვალა


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვაზიანში თავდაცვის ძალების უნიფორმები მედიის წარმომადგენლებს დაათვალიერებინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქართული ჯარი სრულად იქნება უზრუნველყოფილი ფორმებით.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"აუდიტის დასკვნა ეფუძნებოდა გასულ წლებს და კონკრეტულად ბოლო დასკვნა 2017 წელს. დასკვნაში მითითებული პრობლემები ძირითადად იყო მემკვიდრეობითი. 2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული თანმიმდევრული და სწორი სანივთე პოლიტიკის შედეგად, 2018 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები 100%-ით არიან უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით და იქნება შესაბამისი მარაგები რომელიც გარდამავალი იქნება. მინდა სიამაყით განვუცხადო საზოგადოებას, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში იქნება სრულად უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით. 2019 წლიდან შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმით უზრუნველყოფის ნორმები. ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადზე ერთი ფორმა, დღეს კაპრალ სერჟანტების პირად შემადგენლობაზე ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა, ხოლო ოფიცრებზე იგივე რაოდენობა ოღონდ ორწელიწადნახევარზე.
ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და შექმნის იმ უწყვეტობის ციკლს, რომელიც მომავალ წლებშიც გადავა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment