Friday, February 8, 2019

შსს-ში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლებისას“, საგამოძიებო მიმართულების რეფორმის ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე მათი დაცვა ხელახალი და განმეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიქმნა აღნიშნული სამსახური. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება.
სისხლის სამართლის სამართალწარმოებისას კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს იმ მსხვერპლებთან კომუნიკაციის საკითხს, რომლებიც ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, სექსუალური ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის შედეგად არიან დაზარალებულები. ასევე, პრიორიტეტულია არასრულწლოვან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაზარალებულებთან/მოწმეებთან კომუნიკაცია.
პირველ ეტაპზე კოორდინატორები, „საპილოტე“ რეჟიმში, თბილისში, რუსთავსა და მარნეულში იმუშავებენ. ამ პოზიციაზე ექვსი ადამიანი დასაქმდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოორდინატორების პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უმაღლესი განათლების მქონე პირებს. განაცხადის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე - hr.police.ge
განაცხადების მიღება 21 თებერვალს დასრულდება“, - აცხადებენ შსს-ში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment