Thursday, February 7, 2019

რა პროგრამა დაინერგება 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლაში - მინისტრი მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს

გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას ვრცლად ისა­უბ­რა სკო­ლა­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­ზე.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მისი თქმით, სკო­ლა არის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი მო­მა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბის და სის­ტე­მის რე­ფორ­მის, რო­მელ­ზეც უნდა იდ­გეს მო­მა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.
"ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა­ზეც სკო­ლის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში ვსა­უბ­რობთ არის ხედ­ვა, რომ უნდა მოხ­დეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იგი­ვე სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, ანუ დას­წავ­ლით ცოდ­ნით დაგ­რო­ვე­ბის მო­დე­ლი­დან, უნდა გა­და­ვი­დეთ ისე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­გო­რიც არის კრი­ტი­კუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, წიგ­ნი­ე­რე­ბა - ყვე­ლა ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წარ­მა­ტე­ბას.სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კაც იმას სა­უბ­რობს, რომ დღე­ვან­დე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის მო­დე­ლე­ბი გარ­და დაგ­რო­ვე­ბი­თი ცოდ­ნი­სა, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკვე ვახ­სე­ნეთ. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, რომ ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. და­ი­წყე­ბა და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან და გა­და­ვა ზედა სა­ფე­ხუ­რებ­ზე. ის იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ ბავ­შვებს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ, მეტი ინ­ტე­რე­სი გა­ვუ­ჩი­ნოთ ცოდ­ნი­სად­მი და არ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმ ის­ტო­რი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა­ზე, გა­მო­კი­თხვა­ზე და გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.
პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ისე­თი სკო­ლა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბას­თან ერ­თად ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რად­გან ჩვენ გვჭირ­დე­ბა ისე­თი თა­ო­ბა, რო­მე­ლიც ორინ­ტი­რე­ბუ­ლია არა­მარ­ტო დას­წავ­ლა­ზე, არა­მედ ამ ცოდ­ნის შე­ძე­ნი­დან კონ­კრე­ტუ­ლი, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზე“ - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.
მი­ნის­ტრის თქმით, სა­მი­ნის­ტროს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს გეგ­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ 2023-2024 წლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა ყვე­ლა სკო­ლა­ში შე­ვი­დეს.
ჩვენ ერთ-ერთ სკო­ლა­ში, კერ­ძოდ, 150-ე სკო­ლა­ში, სწო­რედ იმ მიდ­გო­მით რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ, და­ვი­წყეთ ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა რე­ფორ­მე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად, რომ დაგ­ვე­ნა­ხა დრო­ში ამ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. და­ვი­წყეთ ახა­ლი მიდ­გო­მის ინ­ტეგ­რი­რე­ბა და­წყე­ბით კლა­სებ­ში და ჩვენ, რო­გორც ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, ეს არის მარ­თლაც ის ნი­მუ­ში, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უნდა და­ე­დოს მო­მა­ვალ გა­ნათ­ლე­ბას.
ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ბავ­შვე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, როცა ბავ­შვე­ბი წიგ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ნეტ­ბუ­ქებს და მთე­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ ცოდ­ნა გა­მო­ი­ყე­ნონ პრაქ­ტი­კა­ში, მო­ნა­ხონ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დაგ­რო­ვე­ბი­თი ცოდ­ნი­დან ორი­ენ­ტი­რე­ბა გა­ვა­კე­თოთ ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.
მი­სი­ვე თმით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გეგ­მა, რომ კი­დევ მეტ სკო­ლა­ში მოხ­დეს სა­პი­ლო­ტედ ამის და­ნერგვა.
„ეს გეგ­მა მო­ი­ცავს, რომ 2019 წელს ანა­ლო­გი­უ­რად, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მით შე­ვალთ და­ახ­ლო­ე­ბით 150 სკო­ლა­ში - გა­ზა­ფხულ­ზე - 50 სკო­ლა­ში, შე­მოდ­გო­მა­ზე - 100 სკო­ლა­ში და წლე­ბის მი­ხედ­ვით გა­წე­რი­ლი გვაქვს ეს რო­გორ უნდა მოხ­დეს. ვფიქ­რობთ, რომ შე­ფა­სე­ბე­ბით, ანა­ლი­ზით უნდა მი­ვაღ­წი­ოთ, რომ 2023-2024 წლე­ბის­თვის ყვე­ლა სკო­ლა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით დავ­ფა­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

No comments:

Post a Comment