Thursday, February 7, 2019

მერკელი: ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა მოლაპარაკების განახლების გარეშეცაა შესაძლებელი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთთან შეთანხმება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შესაძლებელია Brexit-ზე უკვე არსებული შეთანხმების თაობაზე კიდევ ერთხელ მოლაპარაკების გარეშეც. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამის თაობაზე მერკელმა განცხადება გააკეთა, როცა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება Brexit-ის შეთანხმების კვლავ განხილვის თაობაზე.
კანცლერის თანახმად, ევროკავშირმა უნდა დაიცვას თავისი შიდა ბაზარი, მაგრამ, ასევე სურს, რომ შეიქმნას საჭირო და მნიშვნელოვანი პირობები ირლანდიისთვის.
შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო. ამის გამო საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, თუმცა ტერეზა მეის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment