Tuesday, February 5, 2019

გორში 38 წლის მამაკაცი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან შვილ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.მ. გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს.
და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 2017 წელს, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, 14 წლის შვი­ლის მი­მართ სხვა­დას­ხვა დროს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მელ­საც და­კა­ვე­ბუ­ლი ო.მ.-ც აღი­ა­რებს.
სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა.
ამ დრო­ის­თვის, არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში.
გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 11-პრი­მა 137-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით და 11-პრი­მა 138-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment