ავსტრალიაში ისევ წყალდიდობაა, ქალაქ თაუნსვილეში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, წყალდიდობის გამო ასევე გამოცხადებულია ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცხედრები ქალაქის სკვერთან იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში სახლების დატბორვის საფრთხე მაღალია. თაუნსვილეში ბოლო 10 დღის განმავლობაში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში მოდის ხოლმე.
ფედერალურმა მთავრობა დატბორილი რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა
imedinews.ge

No comments:
Post a Comment