Sunday, February 3, 2019

ჯერომ სელინჯერის უცნობი ნაწერები გამოქვეყნდება


ლეგენდალური ამერიკელი მწერლის ჯერომ სელინჯერის უცნობი ჩანაწერები გამოქვეყნდება. ნებართვა ოჯახმა გასცა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
როგორც მწერლის ვაჟმა მედიას განუცხადა, სელინჯერი 50 წლის განმავლობაში წერდა, აქედან საკმაოდ დიდი მასალა ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია. მწერალი 2010 წელს გარდაიცვალა.
სელინჯერმა სახელი მოიხვეჭა რომანით „თამაში ჭვავის ყანაში.“ აღსანიშნავია სელინჯერის ეპიკური ციკლი საგა გლასების ოჯახზე: „ბანანა თევზის ამინდი“ (1948), „ფრენი და ზუი“ (1961), „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ (1963), „სეიმური-გაცნობა“ (1963).
სელინჯერი ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატია. მისი გმირები უმთავრესად ბავშვები და მოზარდები არიან, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment