Sunday, February 3, 2019

მეგან მარკლი მშობიარობისას პროტოკოლს დაარღვევს


ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მომავალი მემკვიდრის მოლოდინშია. მშობიარობისთვის ემზადება სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი. როგორც გაირკვა, ყოფილმა მსახიობმა ქალი დაიქირავა, რომელიც მშობიარობის დროს მის გვერდით იქნება. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
ე.წ. doula მშობიარობისას პარტნიორი ქალია, რომელიც მეგანს დაეხმარება. მეგანის მიერ შერჩეული დამხმარე სამი შვილის დედა ლორენ მიშკონია. როგორც წესი სამეფო ოჯახის ქალების გვერდით ამ მნიშვნელოვან მომენტში ექიმების გარდა არავინაა და შესაბამისად, მეგანის გადაწყვეტილება პროტოკოლის დარღვევის კიდევ ერთ შემთხვევად შეირაცხა.
აღსანიშნავია, რომ პრინცი ჰარი მეგანის ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, რადგან მედიის ცნობით, მას სურს მშობიარობისას ჰერცოგინიამ თავი კომფორტულად იგრძნოს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment